Image source: rugby.ge
მსოფლიო რაგბის საითინგ-კომისარი ლაშა მაჭავარიანი 26 ნოემბერს რუსეთსა და ჩილეს შორის სოჭში გასამართ მატჩზე დაინიშნა.
საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტის წევრი პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიო რაგბის სადისციპლინო კომიტეტის წევრი გახდა.
საითინგ-კომისარი მატჩზე დისციპლინის მეთვალყურე კომისარია, რომელიც აკვირდება ყველა დარღვევას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც შეიძლება რეფერისა და ვიდეო-რეფერის გამორჩეთ. ის ასევე განიხილავს მატჩის მსვლელობისას მომხდარ ყველა ინციდენტს, ეცნობა მატჩის ოფიციალური პირებისა და მონაწილე მხარეების მოხსენებებს, განიხილავს ვიდეო-ჩანაწერს და იღებს გადაწყვეტილებებს.
Videos
Photos