Categories

Additional

Website Language

Active date

ქუთაისის “ტორპედო” ქართული დერბისთვის ემზადება (ვიდეო)

კლუბი დღეს სავალდებულო კოვიდ ტესტირებას ჩაიტარებს

Image source: FC Torpedo Kutaisi ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში რიგით 77-ე ქართული დერბი გაიმართება. თამაში თბილისში, “დინამო არენაზე” 17:00 საათზე დაიწყება.

აღნიშნულ თამაშამდე “ტორპედო ქუთაისი” ეროვნული ლიგის გათამაშებაში 16 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო მის მეტოქე “დინამო თბილისი” პირველ ადგილს 31 ქულით უკავია.

მსოფლიოში არსებული პანდემიის პირობების გათვალისწინებით, კლუბმა თამაშამდე 48 საათით ადრე კოვიდ ტესტირება ჩაიტარა.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 76 მატჩიდან, მამაქალაქელებმა სულ 17 შეხვედრა მოიგეს, 38 შეხვედრა დათმეს ხოლო 21 შეხვედრა ფრედ დაასრულეს. ბოლო ქართული დერბი 2020 წლის 12 ივლისს გაიმართა, რომელიც ანგარიში 0:0 დასრულდა.

https://fb.watch/1ZKQabcLeZ/

 

 

წყარო – fctorpedokutaisi.com

 

 

 

 

 

“დინამო თბილისი” ქართული დერბისთვის ემზადება (ვიდეო)