Image source: Daily Mirror
ვინ არის “მანჩესტერ სიტი” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? ეს გამოკითხვაა, რომელსაც “ლურჯების” ფანები ათწლეულების განმავლობაში ატარებდნენ.
Manchester Evening News-მა ”მანჩესტერ სიტის” ისტორიაში 50 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. გასაკვირი არ არის, რომ მათ შორისაა ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც 1995-98 წლებში თავისი ბრწყინვალე თამაშით გულშემატკივართა დიდი სიყვარული დაიმსახურა.
50 საუკეთესო ფეხბურთელს შორის გიორგი ქინქლაძე 29-ე ადგილზეა.
”როდესაც პატარა ქართველი ”სიტიში” ჩამოვიდა, მას არავინ იცნობდა, თუმცა ნახევარდაცვაში შესანიშნავი თამაშით გულშემატკივართა გულები სწრაფად მოიგო. ჯადოქარმა ”საუთჰემპტონს” მესის სტილში შესანიშნავი გოლი გაუტანა და 90-იანების ”სიტის” საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო” , – წერია Manchester Evening News-მა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე ”მანჩესტერ სიტიში” 1995-98 წლებში ასპარეზობდა, რა დროშიც მან 122 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.
Videos
Photos