Categories

Additional

Website Language

Active date

ხავი: “ეს რეალობაა და მაბრაზებს – დღეს იწყება ახალი ერა, ჩვენ ვიწყებთ ნულიდან”

ხავი ერნანდესის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: Getty Images

 

 

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე კომენტარი გააკეთა.

“გაბრაზებული ვარ, ეს რეალობაა და მაბრაზებს. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამას. სხვა არაფრის გაკეთება არ შეიძლება. დღეს იწყება ახალი ერა. ჩვენ ვიწყებთ ნულიდან.

“ბარსას” მიზანი ჩემპიონთა ლიგაა და არა ევროპა ლიგა, მაგრამ ევროპა ლიგა ჩვენი რეალობაა, უნდა მივიღოთ ეს და მოვიგოთ. ეს “ბარსას” მიზანია – მოიგოს ყველა მატჩი და მოიგოს ყველა ტურნირი”, – თქვა 41 წლის თავკაცმა.

ჯგუფური ეტაპის შედეგების თანახმად “ბარსელონამ” 7 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილი დაიკავა. კატალონიური კლუბი 2004 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ევროპა ლიგაზე (უეფას თასი).

 

ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ სანიკიძეს მხარი დაუჭირა