Categories

Additional

Website Language

Active date

ხალი სეზონის წინ “თელავი” 7-მა ფეხბურთელმა დატოვა

Image source: სკ თელავის ოფიციალური გვერდი

 

საფეხბურთო კლუბი “თელავი” ახალი სეზონის წინ 7 ფეხბურთელს დაემშვიდობა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  და გუნდი გრიგოლ ჩაბრაძემ, ცოტნე მოსიაშვილმა, რაფაელ ჩუკურამ, ალექსანდრე კოშკაძემ, გურამ სამუშიამ, ჰოვანეს პოღოსიანმა და კაპიტანმა ანტონ თოლორდავამ დატოვეს.

“თელავი” მადლობას უხდის ზემოხსენებულ ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს – მადლობა ბიჭებო თქვენ ყველას, გვერდში დგომისთვის და განსაკუთრებული მადლობა შენ, კაპიტანო: გუნდის დაარსების დღიდან, რომ ჩვენთან იყავი, საფეხბურთო საქართველომ, რომ ჩვენგან გაგიცნო და საფეხბურთო კლუბ “თელავის” აღმასვლის და წარმატებების უშუალო მონაწილე და ერთ-ერთი შემოქმედი ხარ!” – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, განცხადებაში წერია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურადაა ჩართული სატრანსფერო საქმიანობაში და გუნდში მომსვლელი ფეხბურთელების შესახებ უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.

წყარო – FC Telavi

ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატში დაბრუნდა