Image source: სკ თელავის ოფიციალური გვერდის ფეისბუქ გვერდი
ეროვნული ლიგის 21-ე ტურის “თელავი” – “სამგურალის” მატჩის დაწყებამდე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.
თელავური კლუბის ერთგული გულშემატკივარი მალხაზ მამალაშვილი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილს პირველადი სამედიცინო დახმარება სტადიონზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაუწია, გულშემატკივრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
VbetNews-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობელ-მეგობრებს.
Videos
Photos