Image source: Getty Images
ჰაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარმატებელი აღმოჩნდა. მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე კოტოეკო იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 3 მოგება – 2 წაგება.
ქართველი მაეგაშირა კოტოეკოსთან ბრძოლაში ცურიდაშის ილეთით გაიმარჯვა. მეხუთე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 2 მოგება და 3 წაგება.
Hatsu Basho 2022 – Day 5 – Tochinoshin vs Kotoeko@tochinoshin@kotoekoouen @sumokyokai pic.twitter.com/Y6oUU4XJK4
— Edmon Gevorgian (@MondeEdmon) January 13, 2022
ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-18 მაეგაშირა ოჰო იქნება, რომლის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 3 მოგება და 2 წაგება.
Videos
Photos