Categories

Additional

Website Language

Active date

ქართველი ცენტრის 22 წუთი ნიუ-ორლეანში და “ინდიანას” მორიგი გასვლითი მარცხი (ვიდეო)

გოგა ბითაძე 22 წუთი და ინდიანას მორიგი მარცხი

Image source: Getty Images

 

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA-ში დღეს ღამით, მორიგი მატჩი გამართა „ინდიანა პეისერსის“ სასტარტო შემადგენლობაში. გოგას გუნდმა ნიუ-ორლეანში ადგლიბროვ „პელიკანსთან“ დაძაბულ ბრძოლაში 113:117 დათმო.

„პეისერსს“ წინა ხაზის ორი ლიდერი აკლდა – დომანტას საბონისი და მაილს ტერნერი. ქართველმა ცენტრმა 22 წუთი ითამაშა, 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. გოგას ანგარიშზე 5 ფოლი და 3 შეცდომა დაფიქსირდა. ბითაძემ 6-6 ორქულიანი და საჯარიმო სტყორცნა და 4-4 ჩააგდო.

აქ მთავარი ის გახლდათ, რომ მეტისმეტად დაძაბულ შეხვედრაში მწვრთნელი რიკ კარლაილი ბითაძეს ბოლომდე ენდო.

 

 

 

31-ე მარცხის შემდეგ „პეისერსი“ მომდევნო მატჩს ინდიანაპოლისში „შარლოტ ჰორნეტსთან“ 27 იანვარს საქართველოს დროით 04:00 საატზე ჩაატარებს.

 

 

 

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

ზვიად კუპატაძე: “ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი არ მონაწილეობს – ყველას თავისი სპეციფიკა და პლუსები აქვს”