Categories

Additional

Website Language

Active date

ქართველი ტანმოვარჯიშეების წარმატებული ასპარეზობა “ახალგაზრდა ტალანტები ვენის თასი 2020-ზე”

Image source: United Georgian Gymnastics Federation ფეისბუკ გვერდი

 

მიმდინარე წლის 25 და 26 იანვარს, ავსტრიის დედაქალაქმა უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს მხატვრულ ტანვარჯიშში “ახალგაზრდა ტალანტები ვენის თასი 2020“. ტურნირში მონაწილოება მიიღო 18 ქვეყნის ტანმოვარჯიშემ, მათ შორის იყვენენ ქართველი ტანმოვარჯიშეებიც.

ქართველმა გოგონებმა ელენე ბაქრაძემ და მარიამ გელიაშვილმა ძალიან კარგად იასაპრეზეს. ელენემ , 2011 წელს დაბადებულ გოგონათა შორის A კატეგორიაში მოიპოვა პირველი ადგილი მრავალჭიდში, პირველი ადგილი რგოლით ვარჯიშში და მეორე ადგილი გურზებით ვარჯიშში.

მარიამ გელაშვილმა, 2009 წელს დაბადებულ გოგონათა შორის A კატეგორიაში მოიპოვა მესამე ადგილი მრავალჭიდში, მეორე ადგილი ბურთით ვარჯიშში და ასევე, მარიამი დააჯილდოვეს სპეციალური პრიზით “გამარჯვების განსაკუთრებული მონდომებისთვის“. ორივე ტანმოვარჯიშებს ავაჯიშებს ეროვნული ნაკრები გუნდის მწვრთნელი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ქალბატონი თინათინ ნადირაშვილი.

 

წყარო – საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია

 

“დინამო თბილისი” დღეს პოლონურ გუნდს შეერკინება