ნოემბრის ბაშოს მეათე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარმატებული აღმოჩნდა.
მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე კაისეი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 4 მოგება – 6 წაგება. ქართველი მაეგაშირა კაისეისთან ბრძოლაში იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.
მეათე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 3 მოგება, სამჯერ არ გამოცხადდა და 4 წაგება.
November’s Basho 2021 – Day 10 – Tochinoshin vs Kaisei@tochinoshin#Kaisei@sumokyokai pic.twitter.com/zhUAMmDX6U
— Edmon Gevorgian (@MondeEdmon) November 23, 2021
ხვალინდელ ბრძოლაში მე-13 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ჩიოშომა იქნება, რომლის მოგება-წაგების ბალანსი ჯერჯერობით ასე გამოიყურება – 5-4.
Videos
Photos