მოახლოვდა კალათბურთის სანაკრებო ფანჯარა, მაგრამ ულების, ასევე ფიბას მიერ ორგანიზებული ქალთა ტურნირები აქტიურად მიმდინარეობს. სწორედ ამ ტურნირების თამაშებს მოემსახურებიან ქართველი არბიტრები და კომისარი.
ფეხის ტრავმის გამო მაკა კუპატაძეს საქართველოს სუპერლიგასთან ერთად რამდენიმე საერთაშორისო მატჩი გაუცდა. გთავაზობთ კუპატაძის, კირილე თვაურისა და მერაბ რატიშვილის ევროსაკლუბო თამაშების განრიგს.
მაკა კუპატაძე (მსაჯი)
ქალთა ევროპის თასი, 1 დეკემბერი
“ნესიბე აიდინი” (ანკარა, თურქეთი) – “პეაკ პეჩი” (უნგრეთი)
კირილე თვაური (მსაჯი)
ქალთა ევროლიგა, 24 ნოემბერი
“არკა გდინია” (პოლონეთი) – “ფენერბახჩე” (თურქეთი)
ქალთა ევროპის თასი, 25 ნოემბერი
“ბიდგოშჩი” (პოლონეთი) – “ნადეჟდა” (ორენბურგი, რუსეთი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
ქალთა ევროლიგა, 1 დეკემბერი
“უგმკ” (ეკატერინბურგი, რუსეთი) – “ავენიდა” (ესპანეთი)
Videos
Photos