Image source: Sumo Kyokai
ჰაცუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე ოჰო იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 4 მოგება – 2 წაგება.
ქართველი მაეგაშირა ოჰოსთან ბრძოლაში იორიკირის ილეთით დამარცხდა. მეექვსე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 2 მოგება და 4 წაგება.
Hatsu Basho 2022 – Day 6 – Tochinoshin vs Oho@tochinoshin#Oho
@sumokyokai pic.twitter.com/O1fM4WPTBQ— Edmon Gevorgian (@MondeEdmon) January 14, 2022
ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, რომლის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 4 მოგება და 1 წაგება.
Videos
Photos