Image source: Getty Images
ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთმანეთს გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” და სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკი ბაკსი” შეხვდნენ. მატჩი ინდიანაპოლისში გაიმართა, რომელიც მილუოკელთა გამარჯვებით – 119:109 დასრულდა.
აღსანიშნავია ის, რომ გოგასთვის ეს NBA-ში საიბულიეო, მე-100 შეხვედრა იყო.
ბითაძემ „ბაკსის“ წინააღმდეგ 17:40 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 7 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.
მამუკელაშვილმა NBA-ის ზედიზედ მე-4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სანდრომ პარკეტზე 9:54 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულისა და 3 მოხსნის (1 შეტევაში) დაგროვება მოასწრო.
მატჩში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – მის ანგარიშზე 30 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასია.
გოგას „ინდიანა პეისერსს“ ამ სეზონში, 4 მატჩიდან 3 წაგება აქვს, „მილუოკი ბაკსს“ კი 4-დან 3 მოგება.
Videos
Photos