Image source: Getty Images
“ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე NBA-ს განვითარების ლიგაში გაუშვა, სადაც ქართველი ფორვარდი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
მორიგ მატჩში ბითაძის “ფორტ ვეინ მედ ანტსი” გიორგი ბეჟანიშვილის “გრანდ რაპიდ გოლდსს” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 131:127 დაამარცხა. ჯამში ქართველმა კალათბურთელებმა 63 ქულა და 21 მოხსნა მიითვალეს.
ბითაძემ მოედანზე 36 წუთი გაატარა და 38 ქულა, 14 მოხსნა (2 შეტევაში), 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, ასევე 11-დან 7 ორქულიანი, 8-დან 6 სამქულიანი და 3 საჯარიმო ჩააგდო.
ქართველი მძიმე ფორვარდი/ცენტრი გიორგი ბეჟანიშვილიც ასევე სასტარტო ხუთეულში იყო და 37 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, ასევე 12-დან 11 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.
There was NO ONE stopping Goga Bitadze tonight! 😤 @TheMadAnts
38 points | 14 rebounds | 13-19 FG | 6 3PT pic.twitter.com/e6PvFRIYUz
— NBA G League (@nbagleague) December 16, 2021
“ფორტ ვეინ მედ ანტსმა” ბითაძის დახმარებით 8 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და G ლიგის ცენტრალურ დივიზიონში მე-2 ადგილზე იმყოფება, ხოლო გრანდ რაპიდსი (5 მოგება, 6 წაგება) მე-6 ადგილზეა. გოგას გუნდს მომდევნო მატჩი 27 დეკემბერს “კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსთან” ელის.
Videos
Photos