Categories

Additional

Website Language

Active date

კახა ცხადაძემ პირველი ამხანაგური მატჩი შეაფასა: “სამუშაო და გამოსასწორებელი კიდევ არის”

კახა ცხადაძემ თურქეთში გამართული პირველი ამხანაგური მატჩი შეაფასა

Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

გუშინ, “დინამო თბილისმა” თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. კახა ცხადაძის გუნდის მეტოქე უკრაინის პრემიერ-ლიგის წარმომადგენელი “ლვოვი” გახლდათ. საბოლოოდ მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 ანგარიშით დასრულდა.

თურქეთში გამართული პირველი ამხანაგური მატჩი გუნდის მთავარმა მწვრთელმა კახა ცხადაძემ შეაფასა:

“ყველა საკონტროლო თამაშზე მთავარია დასახული გეგმის შესრულება. უპირველესად რაც ძალიან მნივნელოვანი და კარგია – თამაშმა ტრავმების გარეშე ჩაიარა. ასევე ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურად თანაბარი დატვირთვა მიიღო. მეორე იყო – ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე დაგეგმილის შესრულება, სხვადასხვა ფაზებში გადასვლა.

პირველ ნახევრის დებიუტში ეს ნაკლებად გამოგვივიდა, თუმცა ბოლოსკენ ახალგაზრდა ფეხბურთელები უკეთ ათამაშდნენ, ოდნავ მეტი სიმწვავე გვაკლდა. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით, პრობლემა რეალიზებაში იყო. ვნახეთ ფეხბურთელების მონდომება, კარგი იყო პრესინგი და ზონებს შორის გადართვა.

სამუშაო და გამოსასწორებელი კიდევ არის, დანარჩენი კი კარგად გამოჩნდება რამდენად შევძლებთ დანახული მინუსების გამოსწორებას. ეს თამაშებიც ზუსტად ამისთვისაა”, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

​დინამო თბილისი მომავალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს, კახა ცხადაძის გუნდი მეორე ამხანაგურ მატჩს 29 იანვარს სერბული ნაპრედაკის წინააღმდეგ გამართავს.

 

 

 

 

 

წყარო – fcdinamo.ge

 

გოგა ბითაძის ზეშედეგიანი თამაში ინდიანაპოლისში და “პეისერსის” 32 მარცხი NBA-ს მიმდინარე მარცხი (ვიდეო)