Categories

Additional

Website Language

Active date

იური სიომინი: “კვარაცხელია გუნდიდან რომ წავიდა, ვტიროდი” (ვიდეო)

სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

Image source: Fclm.ru

 

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან გაიხსენა ის მომენტი, როდესაც გაიგო, რომ კვარაცხელია „ლოკომოტივიდან“ მიდიოდა.

„ცრემლები მომდიოდა, როდესაც ხვიჩას დავშორდი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელთანაც მიმუშავია და დღეს ყველაზე ნიჭიერი. არ ვიცი, ხვიჩამ ჩემი ცრემლები დაინახა თუ არა, ეს ჩემი პირადი გრძნობებია. მასთან 6 თვე ვმუშაობდი და დიდ ყურადღებას ვაქცევდით. ვუთხარი, რომ სტომატოლოგთან წასულიყო გამოკვლევაზე, რადგან კბილებს დიდი როლი აქვს გულის მუშაობაზე. ის საქართველოში წავიდა შემოწმებაზე. უმაღლესი დონის პროფესიონალია.

რომელი უფრო ნიჭიერია ხვიჩა თუ მარატ იზმაილოვი? მარატს უფრო მოკლე დრიბლინგები ჰქონდა, ხვიჩას უფრო გრძელი. ის უფრო სპეციფიკური ფეხბურთელია, მაგრამ ჩემთვის ძნელია იმის თქმა, რომელიც უფრო ნიჭიერია“, – აღნიშნა სიომინმა.

ხვიჩა კვარაცხელიაზე ნობელ არუსტამიანის ვრცელი ფილმის სრულად ნახვა ვიდეოში შეგძლიათ.

 

 

 

 

 

 

წყარო – Championat.com

 

იცით თუ არა საქართველოს ფუტსალის ნაკრების დაარსების თარიღი? ავთანდილ ასათიანის გუნდის საინტერესო სტატისტიკა