Image source: KAA Gent
“გენტისა” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო, რის გამოც 2-3 კვირის გაცდენა მუწევს. ბელგიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ვიმ დე დეკერმა ქართველი ლეგიონერის მდგომარეობაზე ისაუბრა.
“სამწუხაროა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე რამდენიმე კვირით დაგვაკლდება. მან კარგად დაიწყო, შეანიშნავად თამაშობდა. ის სწორ გზაზე იყო და სამწუხაროა, რომ ახლა კიდევ ერთხელ ასეთი მენტალური დარტყმა მიიღო.
მაგრამ, დარწმუნებული ვარ, როცა გამოჯანმრთელდება, ისევ საუკეთესო დონეზე დაბრუნდება” – ნათქვამია გენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
Videos
Photos