Transfermarkt-მა შეადგინა მიმდინარე ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სიმბოლური ნაკრები. სიმბოლური გუნდის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად 3 ფეხბურთელი დასახელდა – “ტოტენჰემის” ინგლისელი ფორვარდი, ჰარი კეინი, “ჩელსის” ბელგიელი ფორვარდი, რომელუ ლუკაკუ და “ლივერპულის” ეგვიპტელი შემტევი, მოჰამედ სალაჰი (ყველა 100 მილიონი ევრო).
ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სიმბოლური ნარები კი ასე გამოიყურება:
მეკარე: ალისონი (ლივერპული, 60 მილიონი ევრო)
მცველები: რობერტსონი (ლივერპული, 65 მილიონი ევრო), ვარანი (მანჩესტერ იუნაიტედი, 65 მილიონი ევრო), დიასი (მანჩესტერ სიტი, 75 მილიონი ევრო), ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული, 80 მილიონი ევრო)
ნახევარმცველები: დე ბრიუინე (მანჩესტერ სიტი, 90 მილიონი ევრო), რაისი (ვესტ ჰემი, 75 მილიონი ევრო), სანჩო (მანჩესტერ იუნაიტედი, 85 მილიონი ევრო), სალაჰი (ლივერპული, 100 მილიონი ევრო)
თავდამსხმელები: კეინი (ტოტენჰემი, 100 მილიონი ევრო), ლუკაკუ (ჩელსი, 100 მილიონი ევრო)
View this post on Instagram
Videos
Photos