Categories

Additional

Website Language

Active date

ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სიმბოლური ნარები (ფოტო)

სტერლინგი, სალაჰი

Image source: Premier League

 

Transfermarkt-მა შეადგინა ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სიმბოლური ნარები.

ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეულის დიდი ნაწილი “ლივერპულის” ფეხბურთელებს მოიცავს. მარსისაიდელები აქ 6 მოთამაშით არიან წარდგენილი: სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი, ტრენტ ალექსანდრ არნოლდი, ენდრიუ რობერტსონი, ვირჯილ ვან დეიკი, ალისონ ბეკერი.

რჩეულთა შორის 3 ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტიდან” არიან:  კევინ დე ბრუინი, რაჰიმ სტერლინგი, ემერიკ ლაპორტე. თითო წარმომადგენელი ჰყავს “ჩელსის” – ნგოლო კანტე და “ტოტენჰემს” – ჰარი კეინი.

გუნდში ყველაზე ძვურადღირებული მოთამაშეა სტერლინგი, რომლის ღირებულებასაც ვებ-გვერდი 160 მილიონ ევროდ აფასებს.

ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები.

ევრო-2020-ის გადადების გამო 6 ნაკრების მთავარი მწვრთნელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა