Categories

Additional

Website Language

Active date

ჰაცუ ბაშოს მე-12 დღე: ტოჩინოშინი ჩიონოკუნისთან ოშიტაოშის ილეთით დამარცხდა (ვიდეო)

ტოჩინოშინის მე-12 საშეჯიბრო დღე

 

ჰაცუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე ჩიონოკუნი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 2 მოგება – 10 წაგება. ქართველი მაეგაშირა ჩიონოკუნისთან ბრძოლაში ოშიტაოშის ილეთით დამარცხდა.

მე-12 საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 5 მოგება და 7 წაგება.

 

 

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-13 მაეგაშირა ჩიომარუ იქნება, რომლის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 7 მოგება და 5 წაგება.

 

 

 

 

 

წყარო – sumo.or.jp

 

ჰაცუ ბაშოს მე-11 დღე: ტოჩინოშინის სამწუხარო მარცხი ჩიოტაირიუსთან (ვიდეო)