Image source: Getty Images
ჰაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე ჩიოტაირიუ იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 6 მოგება – 5 წაგება. ქართველი მაეგაშირა ჩიოტაირიუსთან ბრძოლაში ჰიკიტოშის ილეთით დამარცხდა.
მე-11 საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 5 მოგება და 6 წაგება.
Hatsu Basho 2022 – Day 11 – Tochinoshin vs Chiyotairy@tochinoshin#Chiyotairyu@sumokyokai pic.twitter.com/4u3kjd2iZB
— Edmon Gevorgian (@MondeEdmon) January 19, 2022
ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-9 მაეგაშირა ჩიონოკუნი იქნება, რომლის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 1 მოგება და 10 წაგება.
Videos
Photos