Image source: Sumo Kyokai
ჰაცუ ბაშოს მეათე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარმატებელი აღმოჩნდა.
მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე შოჰოზანი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 3 მოგება – 7 წაგება. ქართველი მაეგაშირა შოჰოზანთან ბრძოლაში ცურიდაშის ილეთით გაიმარჯვა.
მეათე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 5 მოგება და 5 წაგება.
Hatsu Basho 2022 – Day 10 – Tochinoshin vs Shohozan@tochinoshin@shohozanyuya @sumokyokai pic.twitter.com/L9GcFmt6Qm
— Edmon Gevorgian (@MondeEdmon) January 18, 2022
ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა ჩიოტაირიუ იქნება, რომლის მოგება-წაგების ბალანსი ამჟამად ასე გამოიყურება – 3 მოგება და 6 წაგება.
Videos
Photos