“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გუნდის ბელგიელი ნახევარმცველის კევინ დე ბრიუინეს შესახებ ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.
“ჩვენ ამის შესახებ ორი დღის წინ გავიგეთ. ის ახლა აქ არის. დაივიწყეთ სათამაშო ფორმაზე და რითმზე. კევინის ტესტი დადებითი იყო და მას გამოჯანმრთელება სჭირდება.
აქ სიფრთხილეა საჭირო, რადგან ადამიანები კოვიდისგან იღუპებიან. დე ბრიუინე ვაქცინირებულია, ასე რომ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ არ ვღელავთ, რომ ის თამაშის რიტმიდან გამოვარდა. ეს ადამიანის ჯანმრთელობას ეხება“, – განაცხადა გვარდიოლამ.
Videos
Photos