Image source: goal.com
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პორტუგალიელ ნახევარმცველზე, ბერნარდო სილვაზე ისაუბრა.
“ის პრემიერლიგაში ორი ან სამი სეზონის წინ იყო საუკეთესო და ის ახლა ლიგაში საუკეთესოა.
გადახედეთ სამი წლის წინანდელ სტატისტიკას, როცა 98 ქულა გვქონდა და ნახავთ, როგორი მოთამაშეა ახლა.
ბერნარდოს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს. მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს”, – თქვა გვარდიოლამ.
დღეს, 00:15 პრემიერლიგის მე-14 ტურში გვარდიოლას “სიტიმ” სტუმრად “ასტონ ვილა” 4:1 ანგარიშით დაამარცხა და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს.
Videos
Photos