Image source: Goga Bitadze ფეისბუკ გვერდი
გოგა ბითაძემ “ინდიანა პეისერსის” შემადგენლობაში ზედიზედ მე-5-ედ ითამაშა სასტარტო ხუთეულში. დღეს, 04:00 საათზე ინდიანაპოლისში, “შარლოტ ჰორნეტსთან” გამართულ მატჩში მოხდა, რომელიც მასპინძელმა 126:158 ანგარიშით წააგო.
გოგამ 18:40 წუთი პარკეტზე დაჰყო და კარიერის საუკეთესო მაჩვენებლის გამეორება მოახერხა, მან ამ დროში 17 ქულა დააგროვა, რაც „პეისერსის“ მხრიდან საუკეთესო შედეგი იყო. ბითაძის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა (ექვსივე შეტევაში) და 2 პასია. მან 10-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 1 ერთქულიანი, 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა. გოგას „პეისერსის“ შემადგენლობაში ტერი ტეილორთან ერთად საუკეთესო შედეგი ჰქონდა.
მატჩში ყველაზე შედეგიანი 39 ქულით კელი უბრე უმცროსი იყო.
შემდეგ მატჩს „ინდიანა პეისერსი“ 29 იანვარს სტუმრად „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ 05:00 საათზე გამართავს.
Videos
Photos