Categories

Additional

Website Language

Active date

    • Vbetnews

      Latest Sports News about Football, Basketball, Tennis & Boxing

გოგა ბითაძის სოლიდური წილი “გოლდენ სტეიტის” დამარცხებაში და 31-წუთიანი თამაში “ჩეიზ ცენტრში” (ვიდეო)

გოგა ბითაძეს სათამაშო დრო გაეზარდა

Image source: Goga Bitadze ფეისბუკ გვერდი

 

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი “გოლდენ სტეიტ უორიორსი” 121:117 ანგარიშით დაამარცხა და ამაში ქართველი ცენტრის წილი სოლიდურია.

ინდინელებმა ოვერტაიმში გაიმარჯვეს. გოგა ბითაძემ საკმაოდ ბევრი სათამაშო დრო მიიღო, მაგრამ მე-4 მეოთხედში ტექნიკური ფოლი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. საბოლოო ჯამში მან 31:21 წუთი ითამაშა და ამ დროში 13 ქულის, 9 მოხსნის (4 შეტევაში), 5 პასისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. გოგამ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. მან 2 პერსონალური ფოლი მიიღო და 2-ჯერ დაკარგა ბურთი.

ინდიანელთა შორის საუკეთესო კრის დუარტე იყო – 27 ქულითა და 7 პასით, 16 ქულა ჰქონდა ჯასტინ ჰოლიდეის, აიზია ჯექსონის ანგარიშზე კი 15 ქულაა. “გოლდენ სტეიტს“ 39 ქულითა და 8 პასით სტეფ კარიმ ულიდერა.

შემდეგ მატჩს “პეისერსი“ 23 იანვარს „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ 06:00 საათზე გამართავს.

 

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 16-ში მოხვდა – გიორგი შერმადინი ისევ საუკეთესო იყო (ვიდეო)