Image source: Goga Bitadze ფეისბუკ გვერდი
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და “ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ინდიანელები NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ძლიერ გუნდს “ლოს-ანჯელეს კლიპერსს” ლოს ანჯელესში შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 133:139 წააგეს.
გოგამ „კლიპერსთან“ შეხვედრაში 24:38 წუთში 17 ქულა დააგროვა, რაც NBA-ში მისი რეკორდია. მან ასევე 8 მოხსნა (5 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა. ის ერთხელ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.
NBA-ს შემდეგ მატჩს გოგას „ინდიანა პეისერსი“ 20 იანვარს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს.
Videos
Photos