Image source: Getty Images
გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” ინდიანაპოლისში “სან ანტონიოს სპერს” შეხვდა და 13-ქულიანი სხვაობით 131:118 გაიმარჯვეს.
გოგამ მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე გატარებულ 8:57 წუთში 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მასპინძელთა რიგებში ყველაზე მეტი ქულა დომანტას საბონისმა ჩააგდო – 24 ქულა.
ეს გახლდათ ინდიანელთა მეორე გამარჯვება NBA-ს მიმდინარე სეზონში (სულ 8 მატჩი აქვთ ჩატარებული). „პეისერსი“ მომდევნო მატჩს შინ, 4 ნოემბერს „ნიუ იორკ ნიკსის“ წინააღმდეგ გამართავს.
Videos
Photos