Image source: Getty Images
დღეს, გამთენიისას NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლა და 118:106 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 10:34 წუთი გაატარა, ხოლო მისი მონაგარი 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება იყო. გოგამ ხუთიდან ორი ორქულიანი ჩააგდო.
მასპინძელთა შორის მაილს ტერნერმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 32 ქულა და 10 მოხსნა.
„ინდიანას“ 33 მატჩის შემდეგ 14 მოგება და 19 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციას იკავებს. გოგას გუნდი მომდევნო მატჩს 27 დეკემბერს „ჩიკაგო ბულზის“ წინააღმდეგ 05:00 საათზე გამართავს.
Videos
Photos