Image source: Getty Images
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” ესტუმრა და სამწუხაროდ 29 ქულით მოუგო – 125:96 ანგარიშით.
ბითაძემ 7:16 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა მიითვალა. „პეისერსში“ ყველაზე მეტი, 17 ქულა (ასევე 4 მოხსნა და 2 პასი) კრის დუარტემ მიითვალა.
აღვნიშნოთ, რომ “პეისერსი” ამ სეზონში მე-19-ედ დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. გოგას გუნდი მომდევნო ტურში ჰიუსტონის “როკეტსის” წინააღმდეგ 24 დეკემბერს 04:00 საათზე ითამაშებს.
Videos
Photos