Categories

Additional

Website Language

Active date

გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი და “ტენერიფეს” ზედიზედ მე-4 მარცხი ლიგა ენდესაში (ვიდეო)

გიორგი შერმადინის “ტენრიფემ” ესპანეთის ჩემპიონატში მარცხი განიცადა

Image source: CB1939Canarias ტვიტერის გვერდი

 

გიორგი შერმადინის “ტენრიფემ” ესპანეთის ლიგა ენდესას მე-16 ტურში მე-7 მარცხი განიცადა. კუნძულელები სტუმრად ტედ მაკფადენის “მურსიას” შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში მატჩი – 86:88 ანგარიშით დათმეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა ამ შეხვედრაში 30:11 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლის ავტორიც გახდა. გიორგის ანგარიშზე 10 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მან 11-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 ერთქულიანი ჩააგდო, 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

 

 

 

ამ მოგების შემდეგ, „მურსიამ“ სატურნირო ცხრილი მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო „ტენერიფემ“ კი ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 შეხვედრა წააგო და მე-9 ადგილზე იმყოფება.

 

 

 

წყარო – cbcanarias.net

 

გოგა ბითაძის სოლიდური წილი “გოლდენ სტეიტის” დამარცხებაში და 31-წუთიანი თამაში “ჩეიზ ცენტრში” (ვიდეო)