Image source: cbcanarias.net
3-კვირიანი შესვენების შემდეგ გიორგი შერმადინი პარკეტს დაუბრუნდა. გიორგის და კიდევ 4 თანაგუნდელს კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდათ და 12 იანვრამდე გასამართი ყველა მატჩი გადაიდო. წლის პირველი მატჩი „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე გამართა – პლეი-ინში თურქულ „კარშიაკას“ დაძაბულ ბრძოლაში – 76:69 მოუგო.
შერმადინმა 31 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე – MVP გახდა.
ქართველი კალათბურთელის ბრაზილიელმა თანაგუნდელმა, მარსელინიო უერტასმა ორმაგი დუბლი შეასრულა: 18 ქულა, 10 პასი და 1 მოხსნა.
“ტენერიფე” „კარშიაკასთან“ განმეორებით მატჩს 18 იანვარს თურქეთში გამართავს. შერმადინის თანაგუნდელები ჯგუფში 6-ბურთიანი სხვაობით წაგების შემთხვევაშიც მოხვდებიან.
Videos
Photos