Categories

Additional

Website Language

Active date

გიორგი ქინქლაძე: “დღევანდელი “მანჩესტერ სიტი” PlayStation-ის გუნდს ჰგავს, ის ჩემთვის შესაფერისი იქნებოდა”

ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძე სახელგანთქმულ გამოცემა Daily Mail-ს გაესაუბრა.

Image source: Getty Images

 

ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძე სახელგანთქმულ გამოცემა Daily Mail-ს გაესაუბრა.

ქინქლაძე თავისი ყოფილი კლუბის, “მანჩესტერ სიტის” შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა.

“ზოგჯერ, როცა ვუყურებ “მანჩესტერ სიტის” თამაშს, ასე მგონია, რომ ეს ჩემთვის შესაფერისი იქნებოდა. ეს PlayStation-ის საფეხბურთო გუნდს ჰგავს, ასე არაა? სილვა – სტერლინგი – დე ბრუინე. ბუმ, ბუმ, ბუმ. ახლა ბურთი რომ მქონოდა, შემეძლო ის აგუეროსთვის შეუხედავად გადამეცა”, – წერს Daily Mail-ი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე ინგლისური კლუბის ფლეიმეიკერი იყო 1990-იან წლებში. ის ბრწყინავდა 1995-98 წლეში, თუმცა აღნიშნავს, რომ დღესაც დიდი სიამოვნებით ითამაშებდა.

სრული სტატიისთვის გადადით ბმულზე.

 

 

 

 

ლუკა იოვიჩი: “ბენზემა ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია”