Categories

Additional

Website Language

Active date

გიორგი ხაბულიანი: “სხვანაირად ვერც იქნება, ამის თქმის საფუძველს სამწვრთნელო შტაბის და ბიჭების მონდომება მაძლევს”

Image source: სკ თელავის ოფიციალური გვერდის ფეისბუქ გვერდი

 

საფეხბურთო კლუბი “თელავი” მორიგი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. რუსთავის ტექნიკურ ცენტრში “თელავი” “სამტრედიას” ეროვნული ლიგის მე-19 ტურში დაუპირისპირდება.

გუნდის განწყობაზე და მოლოდინზე თელავური გუნდის პრესსამსახურთან ახალგაზრდა შემტევმა გიორგი ხაბულიანმა ისაუბრა…

“საბრძოლველად და მოსაგებად ვართ განწყობილები, სხვანაირად ვერც იქნება, ამის თქმის საფუძველს სამწვრთნელო შტაბის და ბიჭების მონდომება მაძლევს.

ბოლო მოგებული თამაშის მერე ახლა ფსიქოლოგიური კუთხითაც ძალიან გაზრდილები ვართ და ვიცით, მოგებები და ქულები გვჭირდება, რომ თავი დავაღწიოთ სახიფათო ზონას.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს გულშემატკივრებსაც ვეტყვი, რომ იმ ცუდ პერიოდში, როცა არ მიგვდიოდა თამაშები, მაგრამ მაინც ჩვენთან იყავით და გჯეროდათ ჩვენი. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ახლა ჩვენი ჯერია, გვინდა, რომ საკადრისად დაგიფასოთ და გპირდებით, რომ კიდევ არაერთხელ გაგახარებთ”, – თქვა 17 წლის გიორგი ხაბულიანმა.

“თელავი” – “სამტრედიას” მატჩი დღეს, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

წყარო – სკ თელავის ოფიციალური გვერდი

 

 

 

 

 

 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებლებს სტადიონზე დაუშვებენ, მაგრამ შეზღუდვებით