კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ზუსტად 5 წლის წინ: თბილისის “დინამო” საქართველოს თასს დაეუფლა (ვიდეო)

დინამო თბილისი 2015 წელს მეთორმეტედ საქართველოს თასს დაეუფლა

Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

5 წლის წინ – 26 მაისს თბილისის “დინამომ” საქართველოს თასი მეთორტმეტედ აღმართა. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისში “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე შედგა “დინამომ” “სამტრედიას” 5:0 მოუგო. გიორგი პაპუნაშვილმა და მანუელ ონვუმ ორ-ორი გოლი გაიტანეს, 1 ზუსტი დარტყმაც დავით ვოლკოვის ანგარიშზეა.

 

გთავაზობთ საქართველოს თასის გამარჯვებული “დინამოს” შემადგენლობას:

მეკარე: ლიბორ ჰრდლიცკა (ამჟამად პეტრჟალკას)

მცველები: ლაშა თოთაძე (ამჟამად სამტრედიაშია), რენე  (ამჟამად მარიტიმუშია), გიორგი გველესიანი (ამჟამად სეპაჰანშია), ოთარ კაკაბაძე (ამჟამად ლუცერნშია)

ნახევარმცველები: გიორგი ჯანელიძე (ამჟამად ტორპედო ქუთაისშია), მათე ცინცაძე (ამჟამად დინამო ბათუმშია), ოთარ კიტეიშვილი (ამჟამად გრაცის შტურმშია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ამჟამად ფასტავ ზლინშია), გიორგი პაპუნაშვილი (ამჟამად რასინგშია)

თავდამსხმელები: მანუელ ონვა (ამჟამად ოდიშაშია)

სათადარიგო სკამზე: ნიკა დაუშვილი, შტეფან ბუკორაჩი, ჯაბა ჯიღაური, საბა ლობჟანიძე, ლაშა პარუნაშვილი, დავით ვოლკოვი, გიორგი ჩირგაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე

 

წყარო – DINAMOTB

 

 

ბასილაშვილი დამწუხრებულია იმ ყალბი ბრალდებების გამო, რომელიც რამდენიმე დღეა მისი მისამართით ისმის