კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზუროსი: “შენგელია თავის ქვეყანას საუკეთესოდ წარმოადგენს, ნამდვილი პატრიოტია”

ზუროსმა შენგელიაზე ისაუბრა

Image source: Fiba Basketball

 

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკაში“ ტრანსფერს გამოეხმაურა და თქვა, რომ თორნიკე ნამდვილი პატრიოტია.

„სპორტს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, ის ხალხს აერთიანებს. შენგელია თავისი ქვეყნისთვის სულს აძლევს, ნამდვილი პატრიოტია და ეს საკამათო არაა. ესპანეთის ჩემპიონი რომ გახდა, საქართველოს დროშას აფრიალებდა, ერთ საათში კი მომწერა, რომ იგივე ემოციის განცდა ნაკრებშიც უნდოდა.

საქართველოსთვის უმაღლეს დონეზე იბრძვის, შესაბამისად, ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც თავის ქვეყანას საუკეთესოდ წარმოადგენს და ერთგულია, უარყოფითს ვერაფერს ვიტყვი“ – აღნიშნა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია „ცსკაში“ „ბასკონიადან“ გადავიდა.

 

 

წყარო – Eurohoops

 

 

ოფიციალურად: “ტოტენჰემმა” დანიის ნაკრების ფეხბუთელი შეიძინა