კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზუროსი: “ყველამ მაქსიმუმი გაიღო და დაამტკიცეს, რომ ეს გუნდი ძალიან უყვართ”

ზუროსის კომენტარი

Image source: Fiba.com

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შვეიცარიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით, ბედნიერია, რომ მისმა გუნდმა ჯგუფში ყველა თამაშის მოგება მოახერხა.

„პირველ რიგში მინდა ჩემს ბიჭებს გამარჯვება მივულოცო. თორნიკე შენგელია „რეალთან“ რთული თამაშის შემდეგ ჩვენთან ჩამოვიდა და დაამტკიცა, რომ უყვარს ჩვენი გუნდი. იგივე გააკეთა შერმადინმა და ეს ეხება ყველა კალათბურთელს, რომელიც გუნდშია და მათ მაქსიმუმი გაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ფინალურ ეტაპზე გასულები ვართ ბალანსი 4-0-ზე გვაქვს და ბედნიერი ვარ. ახალგაზრდა მოთამაშეებს გუნდს ვაჩვევთ. ვიმედოვნებ, რომ მომავალ მატჩებშიც ისეთივე ძლიერები ვიქნებით, როგორც ამჟამად. ევროპის ჩემპიონატამდე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გველოდება და ამ თამაშებისთვის უნდა მოვემზადოთ და შემდეგ ვიფიქრებთ ევრობასკეტზე.

მინდა ყველას მადლობა გადავუხადო და გისურვებთ ჯანმრთელობას, რადგან ძალიან რთული პერიოდში ვართ არამარტო კალათბურთელები, არამედ მთელი მსოფლიო“ – განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფს 4 გამარჯვებით ლიდერობს. მომდევნო მატჩს კი 19 თებერვალს სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

წყარო – Fiba.com

 

თორნიკე შენგელია: “ჩვენ ქართველი ხალხისთვის ვთამაშობთ”