კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზუროსი: “ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით, მაგრამ ამჯერად ასე არ იყო”

ზუროსის კომენტარი

Image source: Fiba.com

 

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან 66:92 წააგო და პირველი მარცხი განიცადა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მეტოქემ უკეთესად ითამაშა და დამსახურებულადაც მოიგო. უფრო მეტი კონცენტრაცია და აგრესია ჰქონდათ. პარკეტზე გასვლამდე ვთქვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოპოვებული გვქონდა, მაგრამ მაინც უნდა გვებრძოლა. თუმცა, არ გვიბრძოლია. ჩემი კალათბურთელები მიყვარს და მათი მჯერად, მაგრამ არ გვიბრძოლია. ჩვენი კალათბურთელები ლომებივით იბრძვიან, მაგრამ დრეს ასე არ იყო. ქართველ გულშემატკივარს ამის გამო ბოდიშს ვუხდით. ახლა ფინეთთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ. იმედია კონერ ფრენკამპი ჯანმრთელად იქნება და ითამაშებს.

სერბეთმა 11 სამქულიანი ჩააგდო, ბოლო პერიოდში 27 ქულა და გამოდის, რომ დაცვაში ცუდად ვითამაშეთ. მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე გვქონდა, ეს ცოტა დროა. სერბებს უფრო გამოცდილი კალათბურთელები ჰყავთ, ისინი უკეთეს ჩემპიონატებში თამაშობენ და ვულოცავ მათ გამარჯვებას. კარგია, რომ შედეგის კუთხით ეს თამაში არაფერს წყვეტდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიბრძოლოთ. ყველა თამაშში ღირსეულად უნდა გამოვიდეთ. მადლობას ვუხდი ყველას და სერბეთს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ“ – თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 4 მოგებით და 1 წაგებით ჯგუფის ლიდერია, მაგრამ ფინალური ეტაპის საგზური მასპინძლის რანგში ისედაც მოპოვებული აქვს. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 21 თებერვალს, ფინეთთან გამართავენ.

 

წყარო – Fiba

 

გიორგი შერმადინი: “გულშემატკივარს იმედი გავუცრუეთ”