Image source: Rotor FC
ვოლგოგრადის „როტორმა“ თურქეთში ამხანაგური თამაში პოლონური „იაგელონიას“ წინააღმდეგ გამართა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ძირითად შემადგენლობაში საბა კვირკველიამ, ზურიკო დავითაშვილმა და ნიკა ყიფიანმა ითამაშეს. მეორე ტაიმში მოედანზე გიორგი არაბიძეც გამოჩნდა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა რუსულ გუნდში.
„როტორის“ რიგებში გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა, რომელმაც მე-40 წუთზე შეძლო თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გოლის გატანასთან ახლოს გიორგი არაბიძეც იყო,მან ბურთი ხარიხას მოარტყა.
„როტორი“ თურქეთში რჩება და საკონტროლო მატჩებს კიდევ ჩაატარებს.
წყარო – Rotor FC
ვიდეობი
ფოტოები