კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზურიკო დავითაშვილი: “საბერძნეთის წინააღმდეგ რთულ მატჩს ველოდები, კარგად გავაანალიზებთ მეტოქის თამაშს”

ეროვნული გუნდის მზადების შესახებ კომენტარი ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა

Image source: gff.ge

 

გუშინ ვილი სანიოლის გუნდმა “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ეროვნული გუნდის მზადების შესახებ კომენტარი ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა:

“ფეხბურთელებისთვის ყველაზე კომფორტული გულშემატკივრების წინაშე თამაშია. მათ გარეშე თამაში განსხვავებულ განწყობას ქმნის, შესაბამისად გულშემტკივართან ერთად უფრო მოტივირებული ვითამაშებთ.

საბერძნეთის წინააღმდეგ რთულ მატჩს ველოდები, მათ კარგი გუნდი ყავთ, ჩვენ უკვე გავმართეთ ერთი შეხვედრა. კარგად გავაანალიზებთ მეტოქის თამაშს, შევეცდებით მათი სუსტი წერტილების გამოყენებას და იმედი მაქვს ყველაფერი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება”, – თქვა ზურიკო დავითაშვილმა.

​შეგახსენებთ, რომ საქართველო – საბერძნეთის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, რომლის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

ოთარ კაკაბაძე: “განსაკუთრებული მომენტია, რომ ბათუმში ვითამაშებთ და მატჩს გულშემატკივარი დაესწრება”