კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ზურაბ ხიზანიშვილი: “რამდენადაც ცოტა დრო რჩება, იმდენად იმატებს მღელვარება უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ”

ზურა ხიზანიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა

Image source: Zura Khizanishvili ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა 8 ოქტომბერს ბელარუსთან დანიშნულ ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე ილაპარაკა.

“რამდენადაც ცოტა დრო რჩება, იმდენად იმატებს მღელვარება უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ. ეს პირადად ჩემთვის და ჩვენი თაობის ყველა ფეხბურთელისთვის გამორჩეული თამაშია. ფეხბურთელებთან ერთად, ჩვენც, ნაკრების ყოფილ წევრებს, მწვრთნელებს თუ გულშემატკივრებს, ეს გამარჯვება ყველას გვჭირდება და მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა, უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი მუხტი ყველა მოთამაშემდე მაქსიმალურად მივიტანოთ. წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს და საქართველოს!” , – წერს ზურაბ ხიზანიშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

წყარო – Zura Khizanishvili

 

 

 

 

გიორგი ფანცულაია: “ბომბარდირობა კარგია, მაგრამ როცა საქმე გუნდს ეხება….”