კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ზულტე-ვარეგემი” – “ლუკა ზარანდიამ გუნდის შეტევას მეტი სიხალისე შემატა”

ქართველმა თავდამსხმელმა, ლუკა ზარანდიამ ახალ კლუბში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

ზულტე-ვარეგემმა” სეზონის დაწყებამდე ამხანაგური მატჩი ბელგიურ “ლოკერენთან” გამართა და ფრედ – 2:2 დაასრულა. ეს შეხვედრა პირველი იყო “ვარეგემის” ქართველი ახალწვეულისთვის, რომელმაც თავი კარგად წარმოაჩინა.

ქართველმა შემტევმა მატჩში პენალტი მოიპოვა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა გაიტანა. ზარანდიამ 66 წუთი ითამაშა, რის შემდეგადაც ის მოედანზე შეცვალეს.

ზულტე-ვარეგემის” ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ – “მექსიკელმა გოვეამ და ქართველმა ზარანდიამ თამაშს მეტი სიხალისე შეჰმატეს და კლუბს შეტევაში ახალი სისხლი ნამდვილად სჭირდებოდა”.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ბელგიურ კლუბში პოლონეთის “არკადან” მიმდინარე ზაფხულს გადავიდა.

წყარო – essevee.be

გრიზმანმა “ბარსელონას” ბაზაზე სამედიცინო შემოწმება გაიარა (ფოტო)