კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზლატანის ბრწყინვალე თამაში და “მილანის” მორიგი გამარჯვება (ვიდეო)

ზლატანის გოლი და საგოლე პასი

Image source: Getty Images

 

იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურში „მილანი“ სტუმრად „უდინეზეს“ შეხვდა და ანგარიშით 1:2 დაამარცხა. იტალიური გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ბოლო 23 თამაშია არ წაუგია.

ანგარიში 18-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის პასის შედეგად 23 წლის ნახევარმცველმა ფრენკ კესიმ გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მსაჯმა პენალტი დანიშნა მილანელთა კარში და ანგარიში გათანაბრდა. 83-ე წუთზე კი იბრაჰიმოვიჩის გოლით “მილანმა” გამარჯვება იზეიმა.

„მილანმა“ 16 ქულა დააგროვა და გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს.

„მილანი“ – „სპარტა“ 3:0

გოლები: 0:1 ფრენკ კესი(18′), 1:1 როდრიგო დე პაული(48′, 11მ), 1:2 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (83′)