კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზლატანი დაბრუნდა – შვედმა “მილანში” დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა (ვიდეო)

Image source: Ac Milan

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. სერია A-ს მე-19 ტურში „როსონერი“ „კალიარის“ ესტუმრა და მეორე ტაიმში რაფაელ ლეაოსა და ზლატანის გოლებით 2:0 მოიგო.

იბრამ 64-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან კარგი პასი მიიღო და ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარში.

აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩი იტალიაში დაბრუნების შემდეგ პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და ეს მისთვის მხოლოდ მე-2 თამაში იყო. გარდა ამისა, შვედმა მეოთხე ათწლეულში შეძლო გოლის გატანა (90-იანი წლები, 2000-იანი წლები, 2010-2019 და ახლა უკვე 2020).

„კალიარი“ – „მილანი“ 0:2

გოლები: 0:1 ლეაო (46), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (64)

 

 

“იჯარის ვარიანტი ჩემთვის არაა” – გიორგი წიტაიშვილმა კიევის “დინამოში” სამედიცინო კვლევა გაიარა და