კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა საქართველოს ნაკრებთან ითამაშოს

იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში ბრუნდება

Image source: Getty images

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს. „მილანის“ 39 წლის ლეგენდას სანაკრებო კარიერა 2016 წლის შემდეგ დასრულებული აქვს, მაგრამ აპირებს ნაკრებში დაბრუნდეს.

შვედური მედიის ინფორმაციით, ნაკრების მწვრთნელი იანე ანდერსონი იბრაჰიმოვიჩის გამოძახებას მარტის სანაკრებო მატჩებისთვის გეგმავს. ზლატანს სკანდინავიელთა რიგებში 116 თამაშში 62 გოლი აქვს გატანილი.

საქართველოს ნაკრები შვედეთის ნაკრებს სტუმრად 25 მარტს დაუპირისპირდება, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში.

 

წყარო – Daily Mail

 

ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქი და ჰოლანდის დუბლი “ბაიერნი” – “დორტმუნდის” მატჩში (ვიდეო)