კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკლუბო კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა (ვიდეო)

იბრაჰიმოვიჩის 500 გოლი

Image source: Getty images

 

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში „მილანმა“ „კროტონე“ 4:0 გაანადგურა და ლიდერის პოზიციაზე 47 ქულით დაბრუნდა.

ამ შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლი შეასრულა და საკლუბო კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა. ამას მან პირველი გოლით მიაღწია, ხოლო მეორე ბურთი უკვე 501-ე იყო.

ზლატანს 156 გოლი „პსჟ“-ში აქვს გატანილი, 83 „მილანში“, 66 „ინტერში“, 53 „გალაქსიში“, 48 „აიაქსში“, 29 „მანჩესტერში“, 26 „იუვენტუსში“, 22 „ბარსელონაში“ და 18 „მალიოში“.

აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩს 62 გოლი სანაკრებო დონეზე, შვედეთის ნაკრებში აქვს გატანილი. „მილანს“ რაც შეეხება, სერია A-ს ლიდერობს და „ინტერს“ 1 ქულით უსწრებს.

 

 

წყარო – Twitter

 

ცნობილია ქალაქი, სადაც “ლაიპციგისა” და “ლივერპულის” მატჩი გაიმართება