კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

იბრაჰიმოვიჩმა იტირა

Image source: Getty images

 

შვედეთის ნაკრებში დაბრუნებულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პრესკონფერენციაზე იკითხა. შვედმა ჟურნალისტმა მას შეკითხვა დაუსვა, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ მისი ოჯახის წევრებს ზლატანის ნაკრებში დაბრუნებაზე. 39 წლის ფეხბურთელმა ცრემლები ერ შეიკავა.

“ეს კარგი კითხვა არაა. ვინსენტი (მისი შვილი) ტიროდა, როდესაც აქედან მივდიოდი. ახლა კარგადაა, კარგად. სუპერმენი ვარ, მაგრამ ადამიანიც, ადვილი არაა, როდესაც ოჯახს ტოვებ” – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანში” ცხოვრობს, ხოლო მისი ოჯახი შვედეთში. შვედეთის ნაკრები 25 მარტს საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

 

 წყარო – Twitter

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქე მაიამის მასტერსზე გაირკვა