კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალი გაირკვა

Image source: Goal.com

 

ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ ბრუნდება. იტალიური მედია იტყობინება, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია.

იბრა „როსონერის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან ამჟამად უგუნდოდ იმყოფება.

როგორც ინფორმაცია გავრცელდა, ზლატანი „მილანში“ პირველ ვარჯიშს დიდი ალბათობით, 30 დეკემბერს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ შვედი იტალიურ გრანდში 2010-2012 წლებში თამაშობდა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო.

 

წყარო – Goal.com

 

არველაძის დიდი აღიარება უზბეკეთში – ქართველი წლის საუკეთესო მწვრთნელია (ფოტო)