კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მეთორმეტედ შვედეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი წლის საუკეთესო ფეხბურთელი

Image source: Getty Images

 

მილანის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ აცხადებს გამოცემა Aftonbladet-ი რომელიც შვედეთის ფეხბურთის კავშირთან ერთად 1946 წლიდან ამ ჯილდოს დამწესებელი გახლავთ.

39 წლის ფორვარდისთვის ეს უკვე მე-12 ჯილდოა კარიერაში. პირველად ზლატანმა ეს წოდება 2005 წელს მიიღო, ხოლო 2006 წლიდან დაწყებული, ზედიზედ 10-ჯერ დაიმსახურა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. უკანასკნელად ეს მოხდა 2016 წელს, როდესაც ფეხბურთელმა შვედეთის ნაკრებში კარიერა დაასრულა.

ზლატანის ჯილდო

2020 წლის დასაწყისს ზლატანი “მილანში” დაბრუნდა, სადაც 2010-დან 2012 წლებში თამაშობდა. მიმდინარე სეზონში მან სერია ა-ში 6 მატჩი ჩაატარა, სადაც 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

წყარო – Aftonbladet

“რეალისა” და “ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ხაბი ალონსომ “ოცნების გუნდი” შეადგინა