კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ზივზივაძისა და ბერიძის დუბლი უნგრეთის თასზე (ვიდეო)

ქართველი ლეგიონერები დუბლის ავტორები გახდნენ

Image source: Újpest FC ფეისბუკ გვერდი/ MOL Fehérvár FC ტვიტერის გვერდი

 

უნგრეთში თასის 1/32-ფინალური მატჩები გაიმართა, რომელიც ქართველი ფეხბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა.

ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“ „გარდონი ვაროშს“ ესტუმრა და 4:1 ანგარიშით სძლია. ზივზივაძემ კარგი თამაში ჩაატარა, დუბლი გაიფორმა (0:2, 30′ წუთი, 1:3, 63′ წუთი) და 81′ წუთზე შეცვალეს.

1/32-ფინალური ეტაპის დაძლევა არ გაუჭირდა გიორგი ბერიძის „უიპეშტსაც“, რომელმაც „დუნაივაროში“ 6:0 ანგარიშით გაანადგურა. 23 წლის ქართველმა შემტევმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, დუბლთან ერთად ასევე საგოლე გადაცემაც ჩაიწერა (0:1, 5′ წუთი, 0:3, 52′ წუთი, 0:5, 67′ წუთი, საგოლე გადაცემა).

 

 

 

წყარო – csakfoci.hu

 

 

 

 

 

“ბარსელონამ” მესის მეშვეობით “იუვენტუსს” დასცინა (ფოტო)